ქ. თბილისი, საქართველო,
68 David Agmashenebeli Alley, Tbilisi Pavilion
+995558888811
თანამედროვე მფოლობელს ალბათ მოუნდება საძინებელში იქონიოს ავეჯის ორიგინალური ელემენტები, რომლებიც არა მარტო ყურადღებას იზიდავენ, არამედ ჩუქნიან საუკეთესო კომფორტის შეგრძნებას. სწორედ ამიტომ მყიდველს მოეწონება საქართველოს წარმოების ორიგინალური საწოლი.
საჭიროა აღინიშნოს რომ მოცემული ნივთი მზადდება შეკვეთით, რაც შემკვეთს აძლევს საშუალებას თამამად წარადგინოს თავისი მოთხოვნები. საწოლს გააჩნია მყარი კარკასი და ყველაზე ხარისხიანი მასალა. გარდა ამ ყველაფრისა საწოლი შექმნილია მშვენიერი დიზაინით, რომელიც დაიმსახურებს ყველაზე მომთხოვნი მომხმარებლის მოწონებასაც.
საქართველოში წარმოებულ საწოლს აქვს მაღალი საზურგე რბილი შემავსებლით, რაც არა მარტო კომფორტული ძილის საწინდარია, არამედ დღის მონაკვეთში დასვენებასაც სასიამოვნოს ხდის. ნაწარმზე გადაკრულია მტკიცე ტყავის შემცვლელი, მაგრამ შემკვეთის სურვილით შესაძლებელია ნაჭრის გამოყენებაც, ასევე საწოლს აქვს მყარი ხის ფეხები და გაზის ამორტიზატორებით აღჭურვილი ამწევი მექანიზმი. ამწევი მექანიზმი ადვილად მისაწვდომს ხდის სათავსოს, რომელიც ტევადია და გამოდგება როგორც თეთრეულის ასევე ნებისმიერი სხვა ნივთების შესანახად.
ეს ნაწარმი ნებისმიერ საძინებელ ოთახს მიანიჭებს სიმყუდროვეს, ხოლო მის მფლობელს პირველი კლასის დასვენებას. orsacoliani sacoli