ქ. თბილისი, საქართველო,
ჯ.ლეჟავას ქუჩა 22, თბილისის ზღვის პლაზა
+995558888811
+995558211888
sawoli ori zurgit
საქართველოში წარმოებული ძალიან ლამაზი საწოლი ორი ზურგით გაალამაზესბს დიდ და პატარა საძინებელს და მფლობელებს მიანიჭებს ღრმა ძილს და საუკეთესო დასვენებას.
ფართო საწოლი იწარმოება თანამედროვე მაღალხარისხიანი მასალით. ამიტომ ნაწარმი ძალიან მყარია. ავეჯის ამ ელემენტის კარკასი დამზადებულია ლამინირებული დსპ-სგან. რკინის ფუძე კი დაკომპლექტებულია ხარისხიანი წიფელის ლამელებით, რაც უზრუნველყოფს კომფორტულ ძილს და დასვენებას. საწოლის მოცემული მოდელი გამოირჩევა ორი რბილი საზურგით, რომელიც გადაჭიმულია ხარისხიანი თეთრი ფერის ტყავის შემცვლელით. ასეთი გადაჭიმულობა უზრუნველყოფს მოხმარების დიდ ვადას. საწოლის საზურგეები გაკერილია ასევე მაღალი ხარისხის თეთრი ფერის ძაფით.
ერთ საზურგეს აქვს სახელური, რომელიც მას მეტ ხიბლს მატებს. ასევე ხარისხიან საწოლს ორი საზურგით აქვს ასაწევი მექანიზმი და ტევადი სათავსო, სადაც დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება ნებისმიერი ნივთების შენახვა.
ხარისხიანი საწოლის ეს მოდელი, წარმოებული საქართველოში, ხაზს გაუსვამს დიდი თუ პატარა საძინებლის საერთო დიზაინს დამეტ მყუდროებას და კომფორტს შემატებს